Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვინ თუ არა ლევან ხაბეიშვილი?! – აღარ იარსებებს პრობლემები თუ ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარე იქნება – დავით კირკიტაძე

მარშალ პრესი 16/11/2022
დავით კირკიტაძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ თუ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდება, ის პრობლემები, რაც ენმ-შია, აღარ იარსებებს. ამის შესახებ კირკიტაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა.

“რამდენიმე დღის წინ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ სურდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის თანამდებობაზე ეყარა კენჭი და ეს არ შედიოდა მის გეგმებში, თუმცა რამდენიმე ადამიანმა და მათ შორის მეც მივიღე მონაწილეობა მის დარწმუნებაში, იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი პრობლემა და მთავარი პრეტენზია შეიძლება ითქვას, რასაც დღეს უყენებენ საკუთარი მომხრეები “ნაციონალურ მოძრაობას”  არის ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არასათანადო აქტიურობაა.  ბუნებრივია ჩვენს მომხრეებს აქვთ სურვილი, რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს უფრო აქტიური და სწორედ ამიტომაც, ჩემთვის მთავარი და განმსაზღვრელი იყო ჩვენი მომხრეების მოსაზრება, რომელსაც ყურადღებით ვეცნობით.

ვინ თუ არა ლევან ხაბეიშვილი?! – არც თუ ისე დიდმა მისმა პოლიტიკურმა ცხოვრებამ დაადასტურა, რომ ნამდვილად აქტიური, შეუპოვარი ადამიანია და ის პრობლემა, რომელიც ჩანდა და აწუხებდა ჩვენს უამრავ მხარდამჭერს. მიმაჩნია, რომ აღარ იარსებებს თუ ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარე იქნება,” – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

Post navigation

Previous: უაზრო დროის კარგვაა – „ნაციონალურ მოძრაობაში” პროცესი ინდური სერიალის ჟანრით მიმდინარეობს და ალბათ, კიდევ იქნება სერიები – სამადაშვილი
Next: დავით კირკიტაძის აღიარება – ჩვენს უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგას – ჩემს უკან დგას უამრავი გულწრფელი ადამიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.