ხატია დეკანოიძის სასაცილო ვიდეოდაპირებები

970
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნაციონალური მოძრაობა საკუთარი აკვიატებების ტყვე რომ არის, ეს უკვე არახალია. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც რეფერენდუმად გამოაცხადა და ამაში საკუთარი ამომრჩევლებიც დაარწმუნა.

ნაციონალური მოძრაობა, რომლის მმართველობაც ძალადობასა და დაშინებაზე იყო აგებული, დღეს წმინდა ძროხის ამპლუაში გვევლინება და გვპირდება, რომ მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” დამარცხდება 2 ოქტომბრის არჩევნებში, დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, გაიმარჯვებს ოპოზიცია და ქვეყანა კოალიციურ მმართველობაზე გადავა.

ამ სასაცილო ვიდეოდაპირებას თუ დავიჯერებთ, ნაციონალური მოძრაობის მეთაურობით მოსულ კოალიციურ მთავრობაში, სასამართლო იქნება სრულად თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან, ქვეყანაში იჭიკჭიკებენ ჩიტები, ინარნარებენ პეპლები და იხარებენ ყვავილები.

და ამას გვპირდება არც მეტი, არც ნაკლები “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის ონლაინ პრეზიდენტ სააკაშვილს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, ჩამოდის საქართველოში თუ არა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება