ირაკლი კობახიძე: ბოლნისის ინციდენტში ბრალდებულს მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონია, რაც არა ვენიდან წამოღებული, არამედ შესაბამისი სამედიცინო დასკვნებით დასტურდება

195
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დმანისში მომხდარ ინციდენტზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

მისი თქმით, ნიკა მელიას ბრალდება, რომ თითქოს „ქართული ოცნების“ მესიჯი იყო, რომ „ნაციონალებმა“ თვითონ დაჭრეს მათი აქტივისტი და ა.შ., რაც არის მტკნარი სიცრუე.

„თქვენ გახსოვთ ჩვენი რეაქციები, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია დმანისის ინციდენტთან დაკავშირებით ორი რამ ითქვა – ერთი, რომ აბსოლუტურად არანაირი გამართლება არ აქვს და უმძიმესია ის, რაც დმანისში მოხდა და მეორე – ჩვენი პოზიცია იყო, რომ სასწრაფო წესით უნდა მომხდარიყო სამართლებრივი ზომების მიღება. ძალიან კარგია, რომ შსს-მ მყისიერად მიიღო ზომები.

გაირკვა, რომ ამ ადამიანს, რომელიც არის დაკავებული კონკრეტული ბრალით, მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონია, რაც სამედიცინო დასკვნებით დასტურდება და ეს არ არის ვენიდან წამოღებული სამედიცინო დასკვნა. ეს არის სათანადო სამედიცინო დასკვნა. წარმოიდგინეთ, ჩემთვის იყო ძალიან რთული ასეთი ტიპის პროვოკაცია და მასზე არრეაგირება. წარმოიდგინეთ, არის ახალგაზრდა, რომელსაც აქვს თავისი ფსიქოლოგიური პრობლემები და ასეთ დროს, ასეთ პროვოკაციას უწყობ მას. ისინი ყველაფერზე მიდიან იმისთვის, რომ რამენაირად არიონ ვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილები შემდგომი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაიყვანეს. შსს-მ დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და ერთი ადამიანი დააკავა.

დმანისში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურნენ „ქართულ ოცნებაში“. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მომხდარს აბსოლუტურად გაუმართლებელი და სრულიად მიუღებელი უწოდა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება