Skip to content
08/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პოლონეთის პრეზიდენტი: სარაკეტო ინციდენტი პოლონეთზე თავდასხმა არ არის

მარშალ პრესი 16/11/2022
ანდჟეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქებები უბედური შემთხვევა იყო და ვარშავა სარაკეტო ინციდენტს ქვეყანაზე თავდასხმად არ მიიჩნევს.

„ეს არ იყო პოლონეთზე თავდასხმა, ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთმა რაკეტა გაუშვა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ანდჟეი დუდას თქმით, პოლონეთის ტერიტორიაზე C-300-ის ტიპის რაკეტა დაეცა, რომელსაც, სავარაუდოდ, უკრაინული ძალები იყენებდნენ რუსული სარაკეტო თავდასხმების მოგერიებისას.

პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ტრაგედიაში დამნაშავე რუსეთია.

მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტით იყო გამოწვეული.

„წინასწარი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტი, სავარაუდოდ, გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ, რომელიც გაშვებული იყო უკრაინული ტერიტორიის რუსეთის ფრთოსანი რაკეტებისგან დასაცავად. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არაა უკრაინის ბრალი. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, რომელიც აგრძელებს უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

Post navigation

Previous: კახა კალაძე: ძალიან გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, უფრო მეტად გავერთობით
Next: ნონა მამულაშვილი პარლამენტიდან გააგდეს – ექსტრემისტი ნაცი პარლამენტარი აღარ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.