სეტყვამ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა დააზარალა

262
წაკითხვა/ნახვა
mpn

კახეთში სეტყვამ თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა დააზარალა. სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები გაანადგურა.

„წინა სტიქიებს რაც გადაურჩა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვენახი დროულად დაკრიფა, თუმცა სამწუხაროდ იყო გამონაკლისებიც. ზოგიერთს ამ დრომდე არ დაუკრიფავს ყურძენი და მოსავალი მთლიანად განადგურდა. რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავიც არის დაზიანებული. ბნელში არ ჩანს და ზიანის ხარისხის შესახებ ხვალ დილიდან გვექნება დეტალური ინფორმაცია“, განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.

კომენტარები
mpn
მოწონება