Skip to content
24/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მეტი ეკლესიები კი არ უნდა ვაშენოთ, არამედ მეტი სკოლები – რომან გოცირიძე

მარშალ პრესი 16/11/2022
რომან გოცირიძე

მეტი ეკლესიები კი არ უნდა ვაშენოთ ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში, არამედ მეტი სკოლები – ამის შესახებ Facebook-ზე ნაცმოძრაობის წევრი რომან გოცირიძე წერს.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ესაა წარმატებისა და ბედნიერების ფორმულა.

“ერთ ფოტოზე მოცემულია ევროპაში ყველაზე რელიგიური ქვეყნების ათეული. აქედან ხუთი მართლმადიდებელი სახელმწიფოა. საქართველო ლიდერებს შორისაა. მეორე ფოტოზე ასახულია მსოფლიოში ცხოვრების დონით ( რამდენიმე მაჩვენებლიდანაა გამოყვანილი) ყველაზე მოწინავე ქვეყნების ათეული.

პირველი ფოტოში მოცემული ქვეყნებიდან მეორეში რომ არცერთია, ეს არცაა გასაკვირი. რელიგიური ათეულიდან საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური განვითარებით მსოფლიოში მხოლდ ორმოცდაათეულთან ახლოსაა.

რელიგიურობასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი შეიძლება საკამათო იყოს, რადგან ბევრ რამეს ისტორიული კონტექსტი განაპირობებს, მაგრამ ფაქტი სახეზეა და ვერსად გაექცევი.

მეტი ეკლესიები კი არ უნდა ვაშენოთ ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში, არამედ მეტი სკოლები. ესაა წარმატების და ბედნიერების ფორმულა. სხვათა შორის, ბედნიერების ინდექსით საქართველო ერთ-ერთ ყველაზე “უბედურ” ქვეყნებს შორისაა მსოფლიოში, 106-ე ადგილზეა 150 ქვეყანას შორის.

მსოფლიოს ყველაზე ღარიბი 50 ქვეყანა ყველაზე მეტი რელიგიურობით გამოირჩევა” – წერს რომან გოცირიძე.

Post navigation

Previous: როცა იდეური განსხვავება გაქვს რამდენიმე თანამებრძოლთან, შეუძლებელია საუბარი პროგრესზე და განვითარებაზე, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთება, სადაც შეიძლება თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას
Next: ვარჰეის ვიზიტზე იმდენად აგონიაში ჩავარდნენ, პირდაპირ ეთერში აჩვენეს მოსახლეობას, როგორ ებრძვიან საკუთარ ქვეყანას“ – მამუკა მდინარაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.