კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თამაშის წესი ფიზიკურ დაპირისპირებასა და გვამებზე გადის – თამთა მეგრელიშვილი

304
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპირისპირებას ეხმაურება.

თამთა მეგრელიშვილი ნიკა მელიას პოლიტიკურად ტლუ ზონდერს უწოდებს:

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად კურთხეული მინი მიშა ნიკანორ მელია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პირდაპირ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან დაესხა თავს. ის, ირაკლი კობახიძეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და მის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აპირებდა, მაგრამ ხელი ჟურნალისტებმა შეუშალეს.

კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თამაშის წესი ფიზიკურ დაპირისპირებასა და გვამებზე გადის. საარჩევნოდ საუკეთესო იქნება რეალური მსხვერპლიც, რათა 2 ოქტომბრის წაგებული არჩევნები 3 ოქტომბრის ბართლომეს ღამედ აქციონ… ნიკანორ მელია, ეს პოლიტიკურად ტლუ ზონდერი მეგის ქარდავას გაგრძელებაა უკვე 2021 წლის საქართველოში!“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

პროვოკატორმა ნიკა მელიამ ირაკლი კობახიძეზე გაიწია (ვიდეო)

კომენტარები
რეკლამა
მოწონება