რაც მელიამ ჩაიდინა, როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა მწარდება და ყველაფერზე მიდის, ნაცებიც ეგრე არიან გამწარებულები – გია გაბრიჭიძე

420
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

იმ ფაქტზე, რაც მელიამ ჩაიდინა ყოველგვარი პოლიტკორექტული განცხადებები, შეშფოთება – უი, თვით ევროკავშირის წარმომადგენლობასაც არ მოერიდა, კიდევ რთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და მსგავსი ფინ ფამ ფო სისულელეები სრულიად ზედმეტად მიმაჩნია.”- ასე ეხმიანება ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე დღეს, ევროკავშირის ოფისთან მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მიეჭრა და შეურაცხყოფა მიაყენა.

“ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი – როგორც კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა მწარდება და ყველაფერზე მიდის, ნაცებიც ეგრე არიან გამწარებულები და მეტი არაფერი დარჩენიათ მაქსიმალურად გააღიზიანონ ხალხი და ბოლო პროვოკაციაზე წავიდნენ.

9 დღე დარჩა არჩევნებამდე. მათ კარგად იციან, რომ სრული კრახი აქვთ (ახლა არ მითხრათ კვლევებით მეორე ადგილზე არიანო!) და ამ მდაბიო გამოხტომებით გამწარებულნი ყველაფერზე მიდიან.
მიდიან არა გამარჯვებისთვის, არამედ ბოროტების გადმოსანთხევად. ზიზღის და სიძულვილის მაქსიმალურ ნიშნულზე ასაყვანად.

ის, რაც მათ დმანისში ჩაიდინეს, რასაც რეგიონებში აკეთებენ და რაც დღეს მოხდა, უკვე კარგა ხანია გასცდა არჩევნებს და პირდაპირ კრიმინალი და მოქალაქეების გამოწვევაში გადაიზარდა. მათი ბოგინი უნდა დამთავრდეს!
უნდა დამთავრდეს, რადგან სანამ ნაცები იქნებიან, ქვეყანას სიმშვიდე არ ეღირსება”– წერს გია გაბრიჭიძე.

ამ თემაზე:

კომენტარები
რეკლამა
მოწონება