“ნაციონალური მოძრაობამ” ცესკოს წევრებს დაშინება დაუწყო – ზუგდიდის კუდის ყოფილი უფორსი სამ პირთან ერთად კომისიის თავმჯდომარეს სახლში შეუვარდა და დაემუქრა (ვიდეო)

915
წაკითხვა/ნახვა
mpn
ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობა” მორიგ სკანდალში ეხვევა. საოლქოდან დანიშნულ ზედაეწერის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გოჩა ელერჯიას ღამის საათებში ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერები – ყოფილი გამგებელი ალექსანდრე ქობალია და ზუგდიდის კუდის ყოფილი უფროსი რუსლან შამახია ორ უცნობ პირთან ერთად სახლში დაადგნენ და არჩევნების დღეს გასატარებელი მითითებები მისცეს, ურჩიეს, რომ გასული წელი არ გაემეორებინა და უბანში დარღვევები არ ყოფილიყო, ელერჯია აცხადებს, რომ გასული წლის არჩევნებზე მის უბანზე არათუ დარღვევები საჩივარიც კი არავის დაუწერია.
გასულ წელს ამ უბანზე ქართულმა ოცნებამ ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. რა უნდოდათ ღამის საათებში, არასამუშაო დროს, საუბნო კომისიის თავმჯდომარესთან არაუფლებამოსილ პირებს და რატომ უთითებდა მას კუდის ყოფილი უფროსი საუბნო კომისიის თავმჯდომარისთვის გოჩა ელერჯიასთვის უცნობია.
კომენტარები
mpn
მოწონება