Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: განსაკუთრებით ახლა, როდესაც ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ თანამშრომლობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა

მარშალ პრესი 15/11/2022
სტოლტენბერგი

განსაკუთრებით ახლა, როდესაც ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ თანამშრომლობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„ვემზადებით ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გასამართად. შეხვედრა მოგვცემს შესაძლებლობას განვიხილოთ უკრაინაში მიმდინარე ვითარება, უკრაინისთვის დახმარების გაძლიერება და ვიმსჯელებთ იმ გადაწყვეტილებების იმპლემენტაციაზე, რომლითაც უნდა გაიზარდოს ნატოს თავდაცვა. ბუქარესტში გვექნება შესაძლებლობა შევხვდეთ პარტნიორებს, საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ თანამშრომლობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა.ეს იქნება ბუქარესტის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი გზავნილი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

Post navigation

Previous: რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა
Next: რუსული რაკეტები პოლონეთში ჩამოვარდა – დაიღუპა 2 ადამიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.