მუხიანის დასახლებაში ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნა

62
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

თბილისში საჯარო ბაგა-ბაღების რაოდენობა კიდევ ერთით გაიზარდა – გლდანის
რაიონში, კერძოდ, მუხიანის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა. N104
ბაგა-ბაღი თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის
სააგენტოს ხელმძღვანელთან კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა.
საბავშვო ბაღი 8-ჯგუფიანია და 230 აღსაზრდელზეა გათვლილი. აქ  დასაქმებულია
50-მდე ადამიანი.

N104 ბაგა-ბაღი აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეოსამეთვალყურეო
სისტემებით, უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, რაგბის
მინი სტადიონი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები,
სათამაშო მოედნები და მინი ავტოქალაქი.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ბაღის ეზო იძლევა
ისეთი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, რომლებიც
მცირეწლოვნობიდანვე უწყობს ხელს სხვადასხვა უნარების განვითარებას.

„თქვენ თვითონ ნახეთ, როგორი  ბაღია. ეზო იძლევა ასეთი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას. ბავშვებს პატარაობიდანვე აქვთ შესაძლებლობა,
ისწავლონ, თუ როგორ იმოქმედონ. ყველანაირად კეთილმოწყობილია და ასეთივე
მიდგომა იქნება ჩვენი მხრიდან ყველა ასეთ მშენებლობაზე, რომელიც ეხება ჩვენს
შვილებს და მომავალ თაობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამჟამად, დედაქალაქში 188 ბაგა-ბაღია რეგისტრირებული, მიმდინარეობს 9 ახალი
ბაღის მშენებლობა და 2 ავარიული შენობის გამაგრება-რეკონსტრუქცია.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება