რას ნიშნავს ” სანდო პირები მედიაში”? ვითხოვ აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებას ან ბოდიშს – მაკა რაზმაძე

815
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე ეხმიანება გავრცელებულ ე.წ კრებსებს, რომელშიც საუბარია ჟურნალისტებზე და ე.წ სანდო პირებზე მედიაში.

“ხომ მშვიდობა გაქვთ თქვენ? როდის იყო შეკვეთებს ვიღებდი და მით უმეტეს ვიღაცის მითითებებით ვგეგმავდი გადაცემებს?!!

“იბერიაში” იმხელა გუნდი ვმუშაობდით ციანიდის საქმეზე – მეც და გიორგი გასვიანსაც რამდენი გადაცემა გვაქვს გაკეთებული ამ თემაზე, ყველა მოქმედი პირი გვყავდა მოწვეული თანრამდენჯერ.დამფუძნებლებიც კი არ გვერეოდნენ გადაცემების დაგეგმვაში (თქვან თუ ასე არ იყო ამდენი ხანი გავიდა და არ დაიმალებოდა ასე რომ ყოფილიყო) არათუ გარე პირები.

ყველასგან მოვითხოვ, ნუ გვახსენებენ ჟურნალისტებს ასე ხელაღებით, ნუ ცდილობენ ჩვენი სახელის გატეხვას იმ საქმეში რასაც ყველაფერი შევწირეთ ცხოვრებაში და უანგაროდ ვემსახურებით დღემდე!

რას ნიშნავს ” სანდო პირები მედიაში”? მე სანდო პირი ვარ ყველა რესპონდენტისთვის და ისინი დაადასტურებენ ამას!

ვამაყობ, რომ ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ არანაირი ფარული დავალებების შემსრულებელი.ეს რომ მდომოდა ან შემძლებოდა დღეს ბევრად მეტი და უკეთესი პირობები მექნებოდა ვიდრე მაქვს და ეს ძალიან კარგად იცის ყველამ.თუ რამეს ვაკეთებ ან ვამბობ ყველაფერი ღია და საჯაროა.
ყველას ნუ გაგვსვრით და ნუ გვიგონებთ ტყუილებს!

ნანა კაკაბაძეს რაც შეეხება, არასდროს ცხოვრებაში, არათუ რესპონდენტად მოწვევა უთხოვია ჩემთვის, თავისი ბრიფინგის ან რაიმე ამბის გასაშუქებლადაც კი არ მივუწვევივარ.

ჩვენ თვითონ ვიწვევდით ხოლმე გადაცემებში თემატურად. და საპატრიარქოსთან საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს გარდა იმისა, რომ გადაცემაში ვიწვევ ხოლმე რესპონდენტად კონკრეტულ მღვდლებს როცა რაიმე ხდება.

ჩემი ასე ხელაღებით ხსენება და რაღაც გაურკვეველი წარმოშობის, დაუდასტურებელი ავთენტირობის ნაბეჭდ ფურცლებზე ფრიალი არის უნამუსო ტყუილები. ვითხოვ აუდიო ჩანაწერების გამოქვეყნებას ან ბოდიშს იმის გამო, რომ თუნდაც ერთ ადამიანს შეიძლება ეჭვი შეეპაროს ჩემს წესიერებაში!!”- წერს მაკა რაზმაძე.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება