მიშა ამბობდა დრო შეიცვალა და დიდი ჰესები აღარ უნდა აშენდესო. ახლა ნაცები რა ნამუსით ვიშვიშებთ?!

741
წაკითხვა/ნახვა
mpn

გენერალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ნამახვანჰესთან დაკავშირებით ორ აქცენტს დავსვამ:
1. ნაციონალური მოძრაობის და მათი მოკავშირეების მხრიდან პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით ატეხილი ვაი-ვიში და ხელისუფლების დადანაშაულება არის უტიფრობა და ფარისევლობა.
სულ ახლახანს თქვენი არაფორმალური ლიდერი კიევიდან “ლაივს” “ლაივზე” წერდა, გადავიფიქრე, დრო შეიცვალა და დიდი ჰესები აღარ უნდა აშენდესო. ახლა რა ნამუსით ვიშვიშებთ?!
2. ჰესის აშენებასთან დაკავშირებით პოზიცია არ მეცვლება. უნდა დაზუსტებულიყო პირობები, როგორც მიწების გადაცემასთან, ასევე სხვა დეტალებთან დაკავშირებით და ხელახლა უნდა შესწავლილიყო ტექნიკური, ტექნოგენური, ეკოლოგიური და სხვა უსაფრთხოების საკითხები. მხოლოდ ახალი, კვალიფიციური დასკვნის შემდეგ უნდა მიღებულიყო გადაწყვეტილება, აშენდებოდა თუ არა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ზუსტად ამ მიზნით შეაჩერა პროექტი და დაიწყო ხელშეკრულების შესწავლა. პროექტის შეჩერება ენკას გადაწყვეტილებაა, რაც შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ქვეყნისთვის. თუმცა, ამ საზიანო გადაწყვეტილებაში არის იმ პარტიების პასუხისმგებლობაც, რომლებიც ჰესის შეჩერებას არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ხელისუფლების ჯიბრზე უჭერდნენ: ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავად დაიწყეს პროექტი, როცა მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი აღმოჩნდა, პროტესტს დაუჭირეს მხარი. ესაა ჩვენი პოლიტიკური რეალობა.” – წერს სალუქვაძე
კომენტარები
mpn
მოწონება