ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს და ლატვიას დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ, ვაფასებ ევროკავშირისა და ნატო-სკენ ჩვენი მისწრაფებებისადმი ლატვიის მხარდაჭერას

115
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოსა და ლატვიას დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ, ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორის, გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად მზადყოფნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, აფასებს ევროკავშირისა და ნატო-სკენ საქართველოს მისწრაფებებისადმი ლატვიის მხარდაჭერას.

„შესანიშნავი საუბარი მქონდა ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან. საქართველოს და ლატვიას აკავშირებთ დიდი ხნის პარტნიორობა, ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორის, გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად მზადყოფნისთვის. დიდად ვაფასებ ევროკავშირისა და ნატო-სკენ ჩვენი მისწრაფებებისადმი ლატვიის მხარდაჭერას“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება