Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რევოლუციური სცენარები ერთადერთ ამოცანას უკავშირდებოდა – ირაკლი ზარქუა

მარშალ პრესი 14/11/2022
ირაკლი ზარქუა

,,პირდაპირ გეტყვით, მათი ამოცანა არის მეორე ფრონტის დაკვეთა – ეს ომის პარტია და გლობალური ომის პარტია, რომლებმაც არა ერთხელ სცადეს, რომ საქართველო ომში ჩართულიყო,” – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ,,იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, ცალკეული ევროპარლამენტარების ამოცანა იყო საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი.

,,სააკაშვილის აქ ჩამოყვანა. შემდეგ, ეს რევოლუციური სცენარების მცდელობა, პირველი, მეორე, მესამე ტალღები, ერთადერთ ამოცანას უკავშირდებოდა, რომ საქართველოში მომხდარიყო რევოლუცია. მოსულიყო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და მეორე ფრონტი გახსნილიყო. ამას ვერ მიაღწიეს, გამორიცხულია, საქართველოში მეორე ფრონტი არ გაიხსნება. იმიტომ, რომ ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში და ამიტომაც არის, რომ ისინი მაინც აგრძელებენ მსგავს ქმედებებს. ერთი არ გამოუვიდათ, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში და ახლა მცდელობა აქვთ რა? თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ესეც ხომ იცით მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ გადაწიეს მომავალი წლისთვის. რატომ? იმიტომ, რომ მაქსიმალურად უახლოებენ საარჩევნო პერიოდს და კანდიდატის სტატუსი და არ ვიცი, მე, კიდევ ერთხელ, არ მინდა ეს დავიჯერო, რომ ე.ი. საქართველოს მოსახლეობის სანუკვარ ოცნებას და „ქართული ოცნების“ სანუკვარ ოცნებას რომ ჩვენ მივიღოთ დამსახურებულად კანდიდატის სტატუსი, უარი გვეთქვას და ამას მოჰყვეს შემდეგ, ქაოსი და არეულობა. ამისთვის არის მზადება, როგორ შეიძლება ვინმემ ამიხსნას, რომ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და ბატონი კეზერაშვილი არის მედიამაგნატი, რომელსაც დევნის საქართველოს ხელოსუფლება,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Post navigation

Previous: ეს საქმე არის ევროპული ბიუროკრატიის დეგრადირების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი! – ვატო შაქარიშვილი
Next: შეხედეთ “მთავარის” და “ფორმულას” სარედაქციო პოლიტიკას – ისინი მოიპარავენ თქვენს იდეებს, დაბლოკავენ განსხვავებულ აზრს, დაბლოკავენ იმათ, ვინც მათდამი კრიტიკულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.