Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით კეზერაშვილს ჩაავლეს – როგორ პარავდა ფულს პენსიონრებს და აფინანსებდა ლევან ხაბეიშვილს (ვიდეო)

მარშალ პრესი 13/11/2022
კეზერაშვილი

მიმდინარე კვირაში საზოგადოების ინტერესის საგანი ე.წ. ქოლცენტრების საქმე კიდევ ერთხელ გახდა.

ქოლცენტრების ტრანსნაციონალური თაღლითური სქემის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია. „იმედის კვირამ“ ათეულობით დოკუმენტი, საერთაშორისო სტატია თუ საქმე მოიძია, რომელიც მსჯავრდადებულ, ბრალდებული და ძებნილ კეზერაშვილს უკავშირდებოდა.

ირკვევა, რომ „აქსის თაუერსის“ ოცდამეთექვსმეტე და ოცდამეჩვიდმეტე სართულზე, სადაც ქართველმა და გერმანელმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, საერთაშორისო დანაშაულში ჩართული 2 ქოლცენტრი მუშაობდა. ამ კედლებიდან, საერთაშორისო ზარებით პენსიონერებს დანაზოგს ფიქტიური ვებ-პლატფორმების ანგარიშებზე მოტყუებით არიცხვინებდნენ. კომპანია „იუსიჯი აგროს“ ოფისიდან, რომლის 90%-იან წილსაც ძებნილი დავით კეზერაშვილის მამა ფლობს, რთული თაღლითური სქემით კლიენტების მოზიდვა-შენარჩუნების პროცესში რიგითი თანამშრომლები, მენეჯერები და ტოპ მენეჯერები იყვნენ ჩართული.

კეზერაშვილის მარჯვენა ხელი და კომპანია „იუსიჯი აგროს“ დირექტორი, იოსებ მგელაძე კი ახლა ცდილობს დაამტკიცოს, რომ მის საკუთრებაში არსებულ ქოლცენტრებს ის მხოლოდ აქირავებდა. საერთაშორისო თაღლითური სქემის გაშიფვრაში და შემდეგ მასშტაბურ სპეცოპერაციებში 300 ქართველი და 60 გერმანელი სპეციალისტი იყო ჩართული.

საუკუნის აფერას შეწირულ პენსიონერთა დანაზოგების შესახებ უკვე დიდი ხანია მსოფლიო პრესა წერს, მზადდება ჟურნალისტურ გამოძიებები, რომელზეც 21 ქვეყნის ათობით ჟურნალისტი მუშაობდა. მათ მოიპოვეს თაღლითობის მსხვერპლთა სიებიც. ათასობით დაზარალებულით და ასეულობით მილიონობით დოლარის, ევროსა თუ ფუნტის დანაკარგით – საუკუნის საერთაშორისო თაღლითობის კვალი ამ ჟურნალისტური გამოძიებებით კეზერაშვილამდე მიდის.

დეტალები ნახეთ „იმდის კვირის“ სპეცრეპორტაჟში.

ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ამ ტექსტის ქვეშ მოთავსებულ ფოტოს.

Post navigation

Previous: ახალაიების კლანი მერაბიშვილის კლანის წინააღმდეგ – ვინ ვის უჭერს მხარს “ნაცმოძრაობაში” და ვისი ვისაშია (ვიდეო)
Next: ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კიდევ ერთი საქველმოქმედო პროექტი საქართველოს ბიომრავალფეროვნების გადასარჩენად (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.