Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე

მარშალ პრესი 13/11/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

სტამბულში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაური დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, თავად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვლოცულობთ თურქეთისთვის”, – აღნიშნავს ღარიბაშვილი..

აფეთქება სტამბოლის ცენტრში ადგილობრივი დროით 16:20 საათზე მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია 6 დაღუპულის და 53 დაშავებულის შესახებ. სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში აფეთქების შედეგად დაშავებული ან გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

Post navigation

Previous: ენმ-ში არჩევნები არ დანიშნულა, და უკვე კომპრომატების ცვენაა – რას დაემსგავსეთ – თქვენ გაღელვებთ მიშა და ქვეყანა ?! – ელისო კილაძე
Next: აი, ეს აფერისტები აპირებენ დემოკრატიის სახელით ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და ქართველ ხალხს ლანძღავენ, როცა კრახით ასრულებენ – თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.