IMG.GE IMG.GE

„არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე
დავით ლილუაშვილი, ამერიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებულ დოკუმენტს ეხმიანება.

“10 ივნისს გამოქვეყნდა აშშ-ის 13 ამერიკელი კონგრესმენის მიერ მომზადებული დოკუმენტი – „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“.

180 გვერდიან დოკუმენტში ერთ-ერთი საკითხი ეხება საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, ის მოხსენიებულია, როგორც პუტინის ახლო მოკავშირე, რომელიც ჩართულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ენმ“ და „ევროპული საქართველოს“ მედიასაშუალებები ყოველდღიურ რეჟიმში ამზადებენ ნეგატიურ სიუჟეტებს და ცდილობენ მოსახლეობის დეზინფორმირებას.

არადა დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი კონგრესმენი დონ ბეიკონი უკვე რამდენიმე დღეა სხვადასხვა ინტერვიუში აკეთებს შემდეგი შინაარსის განცხადებებს:

„დოკუმენტის ეს ნაწილი მე არ დამიწერია. საამისოდ ტექნიკური ექსპერტები ავიყვანეთ, რომლებიც დაგვეხმარენ დოკუმენტის შედგენაში.მე ამ დოკუმენტის სტრატეგიული ნაწილივით ვიყავი დაკავებული“.

„არ ვფლობ ექსპერტულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის შესახებ და ეს პასაჟი ანგარიშში კონგრესის თანამშრომლებისა და ექსპერტების მიერაა შეტანილი“. – ამბობს კონგრესმენი.

“ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ „ნაციონალების“ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მიერ ივანიშვილის წინააღმდეგ გაკეთებული სიუჟეტები და საქართველოს დესტრუქციული ძალების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული აბსურდული განცხადებები და დაუსაბუთებელი ბრალდებები მიმართულია არამხოლოდ ივანიშვილის, არამედ საქართველოს წინააღმდეგ.

ასევე აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი გარემოება,რომ ეს მედიასაშუალებები არაფერს ამბობენ თავად დონ ბეიკონის იმ ახსნა-განმარტებებზე, რომელსაც ის აკეთებს დოკუმენტში გაპარულ არაადეკვატურ შეფასებებთან დაკავშირებით.”– აცხადებს დავით ლილუაშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება