„ქართული ოცნების“ ლიდერები აჭარაში მერობის კანდიდატებს და შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ

124
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე დასავლეთ საქართველოში პარტიულ შეხვედრებს განაგრძობენ.
მმართველი პარტიის ლიდერები დღეს ბათუმში, აჭარის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
ორი დღის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. „ქართული ოცნების“ ლიდერები შეხვედრას გამართავენ ასევე ამბროლაურში.
კომენტარები
რეკლამა
მოწონება