Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ის, რომ ამდენი დღის განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ ვერანაირი ინფორმაცია უკრაინული მხრიდან, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ის არაფერს არ ეფუძნებოდა და თავიდან ბოლომდე იყო ე.წ. ფეიკი

მარშალ პრესი 07/04/2022
ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვქონდა მყისიერი რეაქცია იმ განცხადებაზე, რომელიც გაკეთდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და რეაქცია იყო ძალიან მარტივი – მოვითხოვეთ მტკიცებულებებისა და წყაროს წარმოდგენა, თუმცა არც ერთი და არც მეორე არ გაუკეთებიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით ამას ჰქონდა მარტივი მიზეზი და ეს მიზეზი ისაა, რომ ეს განცხადება ჰაერიდან არის მოტანილი.

„ეს იყო აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, რომელიც შეიძლება იყო გათვლილი აქაურ რადიკალურ ოპოზიციასთან კორდინაციისთვის და გათვლილი იყო მარტივ რამეზე, რომ შეიძლება რაღაც მინი აფეთქება მოყოლოდა ამ განცხადებას საზოგადოებაში. თუმცა საზოგადოება ხედავს ყველაფერს და აფასებს, რა ხდება სინამდვილეში. სინამდვილეში არაფერი ხდება. ჩვეულებრივად კონტროლირდება ყველა ტვირთი, რაც გადის და შემოდის ქვეყანაში. ის, რომ ამდენი დღის განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ ვერანაირი ინფორმაცია უკრაინული მხრიდან, თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ის არაფერს არ ეფუძნებოდა და თავიდან ბოლომდე იყო ე.წ. ფეიკი და ფეიკის დიდოსტატები ვინ არიან, კარგად ვიცით – ესენი არიან ოპოზიციონერები, რომლებიც იქ სამწუხაროდ დღესაც ხელისუფლებაში არიან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: თელ-ავივში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაჭრილებიც
Next: რუსეთს გაეროში ადამიანის უფლებების საბჭოს წევრობა შეუჩერეს! საქართველო კვლავ მხარდამჭერთა შორისაა – ნუნუშა ვასაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025