მეგის ქარდავა დავალებებს ვისგანაც იღებდა, ყველამ კარგად იცის, ეს იყო სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა და ა.შ. – ქარდავას აქვს უამრავი ინფორმაცია – ირაკლი კობახიძე

230
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მეგის ქარდავა დავალებებს ვისგანაც იღებდა, ყველამ კარგად იცის, ეს იყო სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა და ა.შ. ბუნებრივია, მათ აქვთ სერიოზული საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეული მათგანის დანაშაული შეიძლება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მეგის ქარდავას აქვს უამრავი ინფორმაცია.

„ბუნებრივია, ის თვითონ არ მოქმედებდა, ის იყო ერთი პატარა შემადგენელი ელემენტი იმ სისტემის, რომელიც გახსოვთ, რასაც სჩადიოდა ცხრა წლის განმავლობაში. ის არ იყო დავალებების გამცემი, ის იყო დავალებების შემსრულებელი. დავალებებს ვისგანაც იღებდა, ეს ყველამ კარგად იცის. ეს იყო სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა და ა.შ. ბუნებრივია, მათ აქვთ სერიოზული საფრთხე იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეული მათგანის დანაშაული შეიძლება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება