Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვინც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს აკრიტიკებს, თავის თავს კითხვა უნდა დაუსვას – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 11/11/2022

რადიკალურ ოპოზიციას უნდა, თავის თავსა და ტანზე მოირგოს ცვლილებები და არ შეეხოს რეალურ ოლიგარქებს, შეეხოს კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„ვინც ამ კანონპროექტს აკრიტიკებს, თავის თავს კითხვა უნდა დაუსვას – რატომ ხდება, რომ უკრაინული კანონის პირდაპირი თარგმანი უკრაინაში ძალიან კარგია და საქართველოში ძალიან ცუდია. რა ხდება, რა წარმოვიდგინოთ? – ეს კანონპროექტი მალფუჭებადია და ორწამიან ინტერნეტტრანსპორტირებას ვერ უძლებს თუ რაშია საქმე? – არანორმალური მსჯელობა მიმდინარეობს. რეალურად, ის ხდება, რომ რადიკალურ ოპოზიციას უნდა, თავის თავსა და ტანზე მოირგოს ცვლილებები და არ შეეხოს რეალურ ოლიგარქებს, შეეხოს კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, რომელთაც შეიძლება კანონის ცხოვრებაში გატარების შემთხვევაში არ მოერგოს. მათ ეს არ აწყობთ, მათ აწყობდათ და მომავალშიც ასე იქნება – სუბიექტური, ვიღაცის წინააღმდეგ, რევანშისტული და ა.შ.“, – აცხადებს მდინარაძე.

Post navigation

Previous: ეუთოს ანგარიში მოიცავს რამდენიმე „გაუგებარ“ გარემოებას, რომელსაც აშკარა „ანტიამერიკული“ ელფერი დაჰკრავს და „აგრესიული“ რიტორიკის ელემენტები ახასიათებს
Next: გუბაზ სანიკიძე არის 5 ლარიანი “შალავა” – დიმიტრი სამხარაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.