Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ჩალაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

მარშალ პრესი 11/11/2022
გიორგი ჩალაძე

გიორგი ჩალაძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

„პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს! დრო არ ითმენს. საჭიროა ეფექტური მოქმედება შედეგით – მიშას თავისუფლება.

ფაქტია, დღემდე ეს ვერ მოხერხდა. ისიც ფაქტია, რომ შესაძლებელის კეთება არ არის საკმარისი.

სასიცოცხლოდ აუცილებელია მოკლე დროში შედეგის დადება – მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება!

არ ვაპირებ დროის კარგვას წარსულზე, მას ვერ შევცვლი, მაგრამ შეგვიძლია, მომავალი შევქმნათ ერთად!

ამისთვის კი თავდადებასთან ერთად უმძიმესი შრომა, უდიდესი პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული, ორგანიზებული და სისტემური მოქმედებაა საჭირო.

პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეუცვლელია ამ ბრძოლაში.

მე მზად ვარ, ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ, უღალატო ამომრჩეველთან ერთად მივიყვანო ბრძოლა ბოლომდე, რომელიც დასრულდება მიშას გათავისუფლებით.

მე მჭირდება ყველა თქვენგანის დახმარება ამ საერთო მიზნის მისაღწევად. ხალხის ძალა, იდეის ერთგულება და სიმამაცე, ეს ყველაფერი ერთად არის გამარჯვების ფორმულა.

ამიტომ, მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო.

დრო არ ითმენს. საჭიროა კოორდინირებული მოქმედება დაუყოვნებლივ როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. მიშა უნდა გათავისუფლდეს!

ჩემთვის ეს არის პროექტი – თავისუფლება მიშას! მჯერა ამ საქმეში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, – წერს ჩალაძე.

Post navigation

Previous: გროვდება იმის ნიშნები, რომ ევროკავშირი არ აპირებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვიდრე აქ მისთვის სასურველ ხელისუფლებას არ ნახავს
Next: ეუთოს ანგარიში მოიცავს რამდენიმე „გაუგებარ“ გარემოებას, რომელსაც აშკარა „ანტიამერიკული“ ელფერი დაჰკრავს და „აგრესიული“ რიტორიკის ელემენტები ახასიათებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.