Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მელია ამბობდა, სააკაშვილის ადგილზე რომ ვიყო, ჩამოვიდოდი და რევოლუციას სათავეში ჩავუდგებოდიო, როცა ჩამოვიდა და დააკავეს, მელიამ თქვა, მე სულ ვამბობდი, რომ ახლა ჩამოსვლის დრო არ იყოო

მარშალ პრესი 10/11/2022
ვოლსკიიიი

იმ შემადგენლობას, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ ჯერ კიდევ ზედაპირზე დარჩა, სხვა ინტელექტუალური რესურსი და დიაპაზონი არ გააჩნია, რომ იმსჯელონ წამლების ფასების შემცირებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, სოციალურ პაკეტზე, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„რომ გადავხედოთ მედიას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას აშკარად უჭერს მხარს, იქ ყოველგვარი ჩემი წიაღსვლების მიუხედავად ღიად იკითხება, რასთან გვაქვს საქმე. დღეს გამოიყვანეს წალენჯიხის მერი – ადამიანი, რომელმაც უნდა იზრუნოს წალენჯიხაზე, და მსოფლიო გლობალური პოლიტიკის განვითარებაზე ლაპარაკობს, საიდანაც აბსოლუტურად მოწყვეტილია. ეს ნიშნავს ერთ რამეს – იმ შემადგენლობას, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ ჯერ კიდევ ზედაპირზე დარჩა, სხვა ინტელექტუალური რესურსი და დიაპაზონი არ გააჩნია, რომ იმსჯელონ წამლების ფასების შემცირებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, სოციალურ პაკეტზე. ეს მიმართულებები, რომლებიც დღეს პოზიტიური ტენდენციებით ხასიათდება, ამ ადამიანებს კი არ აღაფრთოვანებს, რომ უფრო მეტი იმუშაონ ქვეყნისთვის, არამედ პირიქით – გააფრთრებულ მდგომარეობაში აყენებს, რომ როგორმე რაიმე პოზიტიური ტენდენციის განვითარება არ მოეწყოს. აი, ეს არის რეალობა, რომელსაც დღეს „ნაცმოძრაობაში“ ვხედავთ, და მიდის ბრძოლა, ვინ უფრო სასტიკი იქნება ამ რეალობაში. მელია ამბობდა, სააკაშვილის ადგილზე რომ ვიყო, ჩამოვიდოდი და რევოლუციას სათავეში ჩავუდგებოდიო. როცა ჩამოვიდა და დააკავეს, მელიამ თქვა, მე სულ ვეუბნებოდი, რომ ახლა ჩამოსვლის დრო არ იყო, ვიღაცებმა კი შეცდომაში შეიყვანესო“, – აცხადებს ვოლსკი.

Post navigation

Previous: აკაკი მინაშვილი: ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ბრიფინგი პარტიაში კი არ ჩაატარა, არამედ პარტიის გარეთ, მოულოდნელად, ისე, რომ პარტიის თავმჯდომარემ ამის შესახებ არ იცოდა
Next: ბაიდენმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.