“უკანონო მოსმენა დარღვევა და დანაშაულია, კანონმდებლობის ფარგლებში მოსმენა კი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია” – კახა კუჭავა

123
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

”არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მოსმენა ხდება. ჩვეულებრივი ადამიანიც რომ იყოს, ესაა ყოვლად მიუღებელი და რეაგირება უნდა მოჰყვეს. თუ სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, არავის მოსმენა კანონიერი არ არის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

„თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, უკვე დარღვევაა და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური ვის ჩათვლის საჭიროდ, რომ მოუსმინოს კანონმდებლობის ფარგლებში, ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბაბისი უწყებების მიერ. ის კითხვებია, რომელიც უნდა დაისვას და, შესაბამისად, კომპეტენტურმა პირებმა, ამ უწყებებიდან წარმომადგენლებმა უნდა გასცენ პასუხი, ამიტომ, ჯერჯერობით, ეს არის ჭორაობა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება