Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩხუბი იმაზეა, მელია გამოდგა თუ არა იმ ლიდერად, რომელმაც განავითარა ის იდეები, რომლებიც სააკაშვილს ჰქონდა, როდესაც ჩამოდიოდა საქართველოში

მარშალ პრესი 10/11/2022
გიორგი ვოლსკი

კეზერაშვილზე კი არ არის საუბარი, კეზერაშვილი საუბრობს თავის თავზე, თვითონ აყალიბებს პოლიტიკურ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. მას უპირისპირდება დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი – ეს ფაქტებია, რასაც არ უნდა ისეთი მსჯელობა, რომ ვითომ გაგონილი ამბებიდან გამომდინარე ვლაპარაკობთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ქრონიკაში განაცხადა.

„ზუსტად ვიცით, რომ დაპირისპირება არსებობს. ნაცმოძრაობის რომელი ნაწილიც არ უნდა ავიღოთ, ფაქტია, რომ მათ აერთიანებთ პოზიტიური დამოკიდებულება იმ მმართველობის მიმართ, რომელმაც ტერიტორიებიც დაკარგა, ჯარისკაცებიც მიატოვა ბრძოლის ველზე და უამრავი დანაშაული ჩაიდინა, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. ამაზე არ არის ჩხუბი, ჩხუბი იმაზეა, მელია გამოდგა თუ არა იმ ლიდერად, რომელმაც განავითარა ის იდეები, რომლებიც სააკაშვილს ჰქონდა, როდესაც ჩამოდიოდა საქართველოში – მოახდინა თუ არა რევოლუცია და გააკეთა თუ არა ამისთვის საკმარისი, რომ რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: ზაალ ანჯაფარიძე: NATO-ს და აშშ-ს საშუალება მიეცათ დეტალურად შეესწავლათ რუსეთის არმიის პოტენციალი. ამ ყველაფრის ფონზე უკრაინას ვინმე დააყვედრიდა კანდიდატის სტატუსს? !მოლდოვა უბრალოდ ხურდაში მიჰყვა
Next: აკაკი მინაშვილი: ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ბრიფინგი პარტიაში კი არ ჩაატარა, არამედ პარტიის გარეთ, მოულოდნელად, ისე, რომ პარტიის თავმჯდომარემ ამის შესახებ არ იცოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.