Skip to content
15/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დევიდ ლი: მე ასე უბრალოდ არ მიმიტოვებია ჩემი სამსახური, ეს უნდა ყოფილიყო ჩემი კარიერა. მათ კი უბრალოდ დაანგრიეს იმის გამო, რომ ენმ-ს არ ვუჭერ მხარს

მარშალ პრესი 10/11/2022
დევიდ ლი

შედით და ნახეთ ჩემი კომენტარები კუბილიუსის ტვიტერზე, თუ რა თქმა უნდა, არ წაუშლია. ბევრი ხალხი არ უკომენტარებს და დარწმუნებული ვარ იცის, ვინც ვარ. თუმცა მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, თუკი ის ამას ამბობს, მე რით დავამტკიცებ? თუმცა იქნება მტკიცებულებები, ეს არის ამონაწერები, რომლებიც მე ამერიკის საელჩოს გავუგზავნე, – ამის შესახებ ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებელმა და ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ლიმ „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა.

„ამას ასე უბრალოდ ვერ უარყოფენ, რადგან არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება. მე ასე უბრალოდ არ მიმიტოვებია ჩემი სამსახური, სამსახური, რომელზეც 4 წელი ჩემი პირადი ფული დავხარჯე, ეს არის დამოუკიდებელი წარმატებული ბიზნეს ასოციაცია, რომელსაც ვაშენებდი, ეს იყო ჩემი მომავალი საქართველოში, ეს უნდა ყოფილიყო ჩემი კარიერა. მათ კი ეს უბრალოდ დაანგრიეს იმის გამო, რომ ენმ-ს არ ვუჭერ მხარს. ევროკავშირის ელჩმა მე მითხრა, რომ დეპუტატმა შესჩივლა და ეს არ იყო რიგითი დეპუტატი , რომ აღარ შეეძლო ჩემთან თანამშრომლობა. მე შევთავაზე, რომ გაგვეფორმებინა კონტრაქტი, რომ არ გავაკეთებდი პოლიტიკურ განცხადებებს, რადგან არ მსურდა სამუშაოს დაკარგვა. თუმცა მან მითხრა, რომ ამ გადაწყვეტილებას თავად ვერ მიიღებდა. ჩემი ცხოვრების 5 წელი დავუთმე ამ ორგანიზაციის მშენებლობას, აქედან 4 წელი თანხას არ მიხდიდნენ. თუმცა ბოლო წელს მე მიხდიდა თავად ევროკავშირი, ფაქტობრივად ირიბად, ევროკავშირისთვის ვმუშაობდი. თუმცა, მე ვერ გავაგრძელებდი მუშაობას ხელმძღვანელად, თუკი ევროკავშირის ელჩი ჩვენთან აღარ ითანამშრომლებდა, ამიტომაც გადავდექი და დავტოვე ქვეყანა“, – განაცხადა დევიდ ლიმ.

მანამდე ანდრიუს კიბულიუსმა განაცხადა, რომ მას არ გაუგზავნია წერილი კარლ ჰარცელისთვის და არ იცის ვინ არის დევიდ ლი. დევიდ ლი კარლ ჰარცელსა და ანდრიუს კუბილიუსს ზეწოლაში ადანაშაულებს.

Continue Reading

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი ეუთოს ანგარიშზე: ჩვენი ელჩი უნდა გამოვიდეს სასტიკად დაგმოს და მოუწოდოს მხარეებს, უფრო კი ხელისუფლებას ყველა „ხარვეზის“ გამოსწორებისაკენ – ლოზუნგით „დემოკრატია საფრთხეშია!“
Next: ზურაბ ქადაგიძე: ქალბატონო კელი, ესაა ბაიდენის დემოკრატია, ამით ერთობა ბაიდენი?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025