ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია უკვე დამხობილია, საკუთარ თავს თვითონვე იმხობენ

361
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

​ჩვენი პროგრამები არის თითოეული მუნიციპალიტეტისთვის და ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას, განსხვავებით ოპოზიციისგან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კითხვაზე, რომ წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდი გეგმავს ისეთი კადრების გავრცელებას, რომელიც ოპოზიციას დაამხობს და რა სახის კადრებზეა საუბარი, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ოპოზიცია უკვე დამხობილია“.

„ჩვენ ერთად დავდივართ, დღესაც ერთად ვართ სამეგრელოს შემთხვევაში, მათ შორის ქუთაისშიც. ერთად ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოგვიდგენია შემდეგი დღეები ამ წინასაარჩევნოდ. არავითარ კადრებზე არ არის საუბარი. ოპოზიცია უკვე დამხობილია და არანაირი კადრები მას დამატებით დამხობისთვის არ სჭირდება. ესენი საკუთარ თავს თვითონვე იმხობენ, გამომდინარე იქიდან, რომ არ ესაუბრებიან ხალხს, არ ესაუბრებიან საზოგადოებას, იმ დროს, როდესაც ჩვენ მთლიანად ამით ვართ დაკავებული. ჩვენი პროგრამები არის თითოეული მუნიციპალიტეტისთვის და ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას, განსხვავებით ოპოზიციისგან. ბევრი სხვა ფაქტორიც არის, რის გამოც რადიკალური ოპოზიცია 2 ოქტომბერს მიიღებს ძალიან მძიმე შედეგს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება