მამუკა ხაზარაძე მეგის ქარდავას პასუხობს

2080
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მეგის ქარდავამ მიხედოს იმ დანაშაულებს, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოში ექსტრადირებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დღევანდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქარდავამ სასჯელაღსრულების მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გაავრცელა.

„მეგის ქარდავამ მიხედოს იმ დანაშაულებს, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა და რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, სამარცხვინო „ქართულ ოცნებას“, მეგის ქარდავა აქამდე უნდა ჩამოეყვანა და ამას სჭირდებოდა ცხრა წელი და არ სჭირდებოდა არჩევნების წინ ჩამოყვანა. ეს თვალთმაქცობა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამ თემაზე:

მეგის ქარდავა ციხიდან იმუქრება, გიგი უგულავას და მამუკა ხაზარაძეს პროსტიტუტკებს უწოდებს და თავს ზვიად გამსახურდიას ადარებს – მეგის ქარდავას განცხადება

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება