Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ახალ საგანგებო ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა

მარშალ პრესი 10/11/2022
120

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს წარმატებული მედიაცია მეზობელ ქვეყნებს შორის.
მთავრობის მეთაურმა აშოტ სმბატიანს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

Post navigation

Previous: ეს არის ორუელისეული „ნიუსპიკი“, როცა გვთავაზობენ, მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულ ადამიანს – მედიამენეჯერი
Next: ამით ფარმაცევტულ “მაფიას” კიდევ ერთი შეზღუდვა უწესდება და ძალაუნებურად ბაზარი ხდება კონკურენტუნარიანი. ამ დროს ეს “ბოროტი კლოუნების” ტელევიზია უკუღმა გვასაღებს რეალობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.