Skip to content
24/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კეზერაშვილზე უამრავი ცუდი რამ მსმენია და წამიკითხავს, მაგრამ ახლა მიზანი გაერთიანებაა – ზურა ჯაფარიძე

მარშალ პრესი 10/11/2022
ზურა ჯაფარიძე

კეზერაშვილთან შეკითხვები შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელ სასამართლოს. ფულის შოვნის გარდა მსმენია ბიზნესთან მის დამოკიდებულებაზე, რომ საგადასახადოში როცა იყო პრობლემებს უქმნიდა სხვადასხვა ბიზნესებს – ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, კეზერაშვილი, როგორც პოლიტიკური ფაქტორი უხერხულობას არ უქმნის. მისივე თქმით, გაუგია, რომ ბიზნესები აქვს მიტაცებული, თუმცა როგორც თავად აცხადებს ახლა მიზანი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

„გამიგია, რომ რაღაც ტიპის ბიზნესები იყო, რაც მიისაკუთრა, რაღაც ეგეთი. მსმენია გულისხმობს, რომ რაღაც წაკითხული მაქვს, რაღაც მოსმენილი მაქვს, რა თქმა უნდა ეგეთი ინფორმაციები ბევრი ყოფილა მასთან მიმართებაში. ხელის ჩამორთმევაზე არ არის საუბარი, მაგრამ კი, ახლა მიზანი არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ახლა მიზანი არის, რომ ყველა ერთად გავერთიანდეთ იმიტომ, რომ ამ სისტემის დამარცხება სხვანაირად შეუძლებელია და ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილისგან მთელი ამ წლების განმავლობაში არათუ არ აგვიღია არცერთი თეთრი, არამედ არც გვჭირდება. ჩვენი პარტია და მთლიანი პოლიტიკური ძალა არის თვითკმარი დაფინანსების კუთხით
Next: მოეწყობა „კორუფციის გამოფენა“, რომლის ორგანიზატორები არიან რუსული რუბლით დაფინანსებული ლიაკა ხოშტარია და მისი თანამოაზრე, 0% -იანი ხელმოცარული პოლიტიკოსები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.