Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკრაინის საელჩო: თბილისის მერია მზადაა, ერთ-ერთ მოედანს „უკრაინელი გმირების“ სახელი მიენიჭოს

მარშალ პრესი 07/04/2022
უკრაინის საელჩო

თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, დაიწყოს მუშაობა დედაქალაქის ერთ-ერთი მოედნისთვის „უკრაინელი გმირების“ სახელის მინიჭების საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

„7 აპრილს გაიმართა შეხვედრა საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულ ანდრეი კასიანოვსა და თბილისის მერ კახა კალაძეს შორის. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენის, საქართველოს სკოლამდელი განათლების დასეწესებულებებში უკრაინული ჯგუფების შექმნის, ასევე უკრაინის საქალაქო ადმინისტრაციისთვის ფინანსური დახმარების საკითხები.

კალაძემ დაადასტურა თბილისის მერიის მზადყოფნა, თბილისის საკრებულოსთან ერთად იმუშაოს დედაქალაქის ერთ-ერთი მოედნისთვის „უკრაინელი გმირების“ სახელწოდების მინიჭების საკითხზე.

უკრაინულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თბილისის მერიას უკრაინისთვის აღმოჩენილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც 50 ტონას შეადგენს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ილია დარჩიაშვილი: ნატოს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
Next: „ლელო“, როგორც ნაცებთან აფილირებული პარტია, სააკაშვილის მიერ იყო მიგზავნილი ინაშვილთან, რადგან პირდაპირ სვლა ბევრ უხერხულობას გამოიწვევდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.