Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გაგრძელდება, რაც ამ პარტიის შემდგომ ფრაგმენტაციასა და დაშლას გამოიწვევს

მარშალ პრესი 09/11/2022
ირაკლი ქადაგიშვილი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გაგრძელდება, რაც ამ პარტიის შემდგომ ფრაგმენტაციასა და დაშლას გამოიწვევს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„მათი მიზანი ერთადერთია, რომ ქვეყანაში არაკონსტიტუციური გზით ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში. ფსონი მელიაზე იყო დადებული, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით მათ მიზნების განხორციელება ვერ მოახერხეს, ამიტომ ახლა ფიქრობ, რომ ალბათ სხვა ვინმე უნდა იყოს, ვინც ამ რევოლუციურ სცენარს განახორციელებს. ვფიქრობ, ეს დაპირისპირება გაგრძელდება, რაც ამ პარტიის შემდგომ ფრაგმენტაციასა და დაშლას გამოიწვევს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

Post navigation

Previous: კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ერთმანეთს დაერივნენ, განუკითხაობაა, არ ვიცი რას ვერ იყოფენ, თუმცა, ეს მათი პარტიის შიდა თემებია
Next: ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიცია საკუთარი რადიკალიზმის მსხვერპლი გახდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.