გახარიას განცხადება „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მე რა შუაში ვარო“, იგივეა, როცა სააკაშვილი ამბობს, „ არ ვიცი, ქარდავა ვინ არისო

496
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

რამდენიმე დღეა, რაც ინტერნეტში გავრცელებულ სავარაუდო ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ მასალებთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აჟიოტაჟი არ ცხრება.

მასალების მიხედვით, უსმენენ ყველას – პოლიტიკოსებს, სასულიერო პირებს, ჟურნალისტებს, ადვოკატებსა და დიპლომატიური სტრუქტურის წარმომადგენლებს.

სკანდალზე, რომელიც საქართველოს ფარგლებს გასცდა, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას ექსპრემიერსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას აკისრებს.

ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტავს, რა კავშირი აქვს ექსპრემიერ გახარიას სკანდალურ ჩანაწერებთან:

„მოგეხსენებათ, გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი მის მიერ დანიშნული საკუთარი გუნდის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდნენ. მეტიც, გახარიას გუნდის წევრები პირდაპირ კავშირში იყვნენ და ხელმძღვანელობდნენ ფარული მიყურადების მიმართულებას, ამით ყველაფერი ნათქვამია, შესაბამისად, ვერც გახარია, ვერც ხოჯევანიშვილი და ვერც ის ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერში იყვნენ ჩართულები, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.

გახარიას განცხადება, რომ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მე არ ვიცი, რა ხდება და მე რა შუაში ვარ“, ეს იგივეა, როცა სააკაშვილი ამბობს, „მე არ ვიცი, ქარდავა ვინ არისო“, როცა მას თავის დროზე ვახტანგ გორგასლის არდენი გადასცა.

დიდი ალბათობით, ამ ფარული მიყურადების შესახებ ყველამ იცოდა და ამას წყალი არ გაუვა. რატომ გამოვიდა გარეთ ახლა ფარული ჩანაწერები, ძალიან საინტერესოა. ისიც გასაგებია, რომ არჩევნების წინა პერიოდი ყველაზე კარგი დროა არეულობის შესაქმნელად. ძალიან გამეცინება, თუ აღმოჩნდება, რომ გახარიამ და მისმა გუნდმა, რომელმაც ჩაწერა და გამოიტანა სუსი-დან ეს მასალები, წინასაარჩევნოდ  ეს ყველაფერი ტელევიზიებით გაავრცელა, რადგან ამით, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავი დაიზარალა“,- განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გავრცელებულ მასალაზე გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიება კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება