ძალიან გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახის ტრაგედიით, არ შეფუთოთ ეს მკვლელობა კრიმინალურ გარჩევად – მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდის კომენტარი

225
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ძალიან გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს მკვლელობა კრიმინალურ გარჩევად – თხოვნით მიმართა ჟურნალისტებს 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მამიდა ნანი კვაარაცხელიამ.

მისი თქმით, აწგარდაცვლილს ან მათ ოჯახს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ე.წ ქურდულ სამყაროსთან.

“ძალიან გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩვენი ოჯახის ტრაგედიით, არ დამიმახინჯოთ ფაქტები, პატივი ეცით ნიკოს ხსოვნას. მადლიერი ვარ თქვენი, ნიკოს ასე კარგად რომ მოიხსენიებთ, უბრალოდ, ძალიან გთხოვთ, არ შეფუთოთ ეს კრიმინალურ გარჩევად.

ნუ აკიდებთ ცოდვებს ბავშვს, ჩვენ ოჯახს. ჩემ ძმას ამხელა დანასაულები რომ ჰქონოდა, თავის ცოლ-შვილს 5 შვილით ამ შუაგულ ქალაქში არ აცხოვრებდა. ჩვენ, მთელი ნათესავები ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ. არანაირი საფრთხე არავისგან არ გვიგრძნია და არასდროს შეგვშინებია ვინმესი იმიტომ, რომ ღვთისა და ქვეყნის წინაშე მართლები ვიყავით. დაწყნარდება ეს სიტუაცია, გაირკვევა მტყუან-მართალი“– განაცხადა ნანი კვარაცხელიამ.

22 წლის ნიკა კვარაცხელია თბილისში, 2 დღის წინ იმ დროს მოკლეს, როდესაც ის საკუთარ მანქანაში ჯდებოდა. მკვლელმა მას 10 ტყვია, ახლო მანძილიდან ესროლა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება