Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„არავინ გამოგვრჩეს“ – ეს არის გაეროს პრინციპი და ის ასახულია 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგში

მარშალ პრესი 08/11/2022
FhCo1c6XEAA2KoL

„არავინ გამოგვრჩეს“ – ეს არის გაეროს პრინციპი და ის ასახულია 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგში, ამიტომ, ხსენებული ორგანოების წევრობის საფუძველზე, სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის მიზნის მიღწევა რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტად ამ კონფერენციის ფარგლებშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობა, სუვერენული თანასწორობა და ღირსების პატივისცემა არის თავად გაეროს და ამ ორგანოს მუშაობის ფუნდამენტური პრინციპი.

მთავრობის მეთაურმა კოლეგებს 27-ე კონფერენციის შედეგების სწრაფ მოქმედებებში გარდაქმნისკენ მოუწოდა.

„დასკვნის სახით, ჩემო მეგობრებო, მინდა, მოვუწოდო და შევახსენო ყველა ჩვენს კოლეგას, რომ წარმატების მიღწევა მარტო შეუძლებელია. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შედეგის მიღწევას. მოდით, ერთად გარდავქმნათ დაინტერესებულ წრეთა და მხარეთა 27-ე კონფერენციის შედეგები სწრაფ ქმედებებში, კლიმატის გადასარჩენად“, – აღნიშნა პრემიერმა.

 

Continue Reading

Previous: ღიად იკითხება იმ კამპანიის მიზანიც, რომელიც ხელების გადაგრეხის ტაქტიკით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ხორციელდება ევროპელი დეპუტატთა ნაწილის მხრიდან
Next: ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025