მეგის ქარდავას ცოლი წერილს აქვეყნებს – მადლობას გეტყვი იმისთვის რაც გიკეთებია – წელგამართული ვარ და ამაყი

2078
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების ფაქტს მისი მეუღლე, სოფო ფიფია ეხმაურება. ის მეუღლეს პატრიოტობისთვის და ქვეყნისთვის თავგანწირვისთვის მადლობას უხდის.

ძალიან ბევრი ვისაუბრეთ მე და შენ ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე, ზუსტად ვიცოდით, რამდენი ტალახის სროლა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, როგორ აქტიურად ამუშავდებოდა ბოტების და ტროლების ქარხანა შენს წინააღმდეგ. შენ როგორც ერთ-ერთი ჯარისკაცი შენი ქვეყნის ყოველთვის იყავი და იქნები მის სადარაჯოზე. მე, როგორც რიგითი მოქალაქე, მადლობას გეტყვი იმ პატრიოტობისთვის, იმ ვაჟკაცობისთვის, იმ თავგანწირვისთვის, რაც შენი ქვეყნის გამო გიკეთებია. ხოლო როგორც ცოლი მუდამ ვიდექი და ვიდგები შენს გვერდით.

ესეც გაივლის, აუცილებლად გაივლის, რადგან შენ მე და მარი გიმაგრებთ მხარს. გაივლის, რადგან მართალი ხარ უფლის წინაშე და პასუხისმგებელი შენი თითოეული ნაბიჯის. შენ ხარ გაუტეხელობის და ერთგულების სიმბოლო, ეს დაამტკიცე ამდენი წლის მანძილზე გამოვლილი უამრავი დაბრკოლების, თუ წინააღმდეგობის გადალახვით. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, დარჩი შენი პრინციპების და სამშობლოს ერთგული. მე მჯერა შენი სიმტკიცის და ვიცი, არასდროს არ ვინანებ იმას, რომ ამდენი წელი გვერდით გედექი.

მთავარი ბრძოლა წინაა და მე მზად ვარ, ამ ბრძოლისთვის შენთან ერთად“, – აცხადებს მწამებელის, მკვლელის და ადამიანების გამაუპატიურებელის მეგის ქარდავას ცოლი სოფო ფიფია.

მისი თქმით, სიმართლე არ დაიკარგება და შეიძლება, ამის გარკვევას ბევრი წელი დასჭირდეს.

უბედური ნამდვილად არ ვარ… წელგამართული ვარ და ამაყი, რომ ასეთი ქმარი მყავს.იცის ცოლის ფასი და მაფასებს“, – ამბობს იგი.

პირში ჩადებული სასქესო ორგანო, აღგზნებული სააკაშვილი და გაუპატიურების, მკვლელობის, წამების კატალოგები (ვიდეო) +18

.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება