თეა წულუკიანი ქარდავას ექსტრადიციაზე: საკმაოდ გვიან, მაგრამ სამართლიანობა აღდგენა მაინც რეალობაა დღეს

206
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საკმაოდ გვიან, მაგრამ სამართლიანობა აღდგენა მაინც რეალობაა დღეს, – ასე აფასებს თეა წულუკიანი მეგის ქარდავას ექსტრადიციას საქართველოში. ვიცე-პრემიერის თქმით, იმედი აქვს, რომ განაჩენი დანარჩენ საქმეებზეც იქნება გამოტანილი.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სხვა საქმეებზეც ბოლომდე მივა {განაჩენი}, ვინაიდან თავად პირი {ქარდავა} არის ქართველი სამართალდამცველების ხელში, რომ ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი და ის მოიხდის იმ მრავალწლიან სასჯელს, რომელიც მას ქართული კანონის წინაშე ეკუთვნის“, – აცხადებს წულუკიანი.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, 18 სქტემბერს კი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება