Skip to content
16/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სტოლტენბერგი: სასიამოვნო იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა – განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან

მარშალ პრესი 07/04/2022
სტოლტენბერგი

განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობა და პარტნიორობა საქართველოსთან, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„სასიამოვნო იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა და მასთან საუბარი. ასევე გვქონდა ორმხრივი შეხვედრა. მნიშვნელოვანია, რომ მჭიდრო კონტაქტები გვაქვს საქართველოსთან. ეს ცხადყოფს საქართველოსა და ნატოს პარტნიორობის სიძლიერესა და მნიშვნელობას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, მათ შორის უკვე შეთანხმებული პაკეტის გაუმჯობესებითა და გაძლიერებით. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობა და პარტნიორობა საქართველოსთან. სტრატეგიული კონცეფციის მიმართულებით ძალიან ბევრ რამეზე შევთანხმდებით მადრიდში, მაგრამ მოკავშირეები ამბობენ და თანხმდებიან, რომ ნატოს კარი ღიაა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდროდ ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან, მაგალითად, საქართველოსთან, რომელიც ნამდვილად დიდი ზეწოლის ქვეშ არის რუსეთის მხრიდან“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

Continue Reading

Previous: საქართველომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა
Next: ამირან გამყრელიძე: თუ რაღაც ექსტრაორდინალური არ მოხდა, დიდი ალბათობით, წელს პანდემია დასრულებულად გამოცხადდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025