Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თქვენ და თქვენი თანამშრომლები აღმოჩნდით ის ჟურნალისტები, რომლებიც სტუმრობთ დენდროლოგიურ პარკს და დარწმუნდით, რომ პარკი საჯარო სარგებლობაშია

მარშალ პრესი 07/11/2022
თალაკვაძე

გვახსოვს თქვენი დეზინფორმაციული, აბსოლუტურ ფეიკზე აგებული კამპანია, საბოლოო ჯამში, თქვენ და თქვენი თანამშრომლები აღმოჩნდით ის ჟურნალისტები, რომლებიც სტუმრობთ ხოლმე დენდროლოგიურ პარკს და თავად დარწმუნდით, რომ პარკი საჯარო სარგებლობაშია და არის უნიკალური პროექტი არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთლიანად რეგიონში – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ტვ პირველის“ მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილზე დაწყებულია ახალი კამპანია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ტელევიზიის ჟურნალისტები ასრულებენ.
მისივე თქმით, ეს ტელევიზიები 2 წლის განმავლობაში აწარმოებდნენ ირონიულ და დამამცირებელ მადისკრედიტებელ კამპანიას დენდროლოგიური პარკის პროექტთან დაკავშირებით.
„გავიხსენებდი თქვენს ირონიულ და დამამცირებელ მადისკრედიტებელ კამპანიას, რომელსაც აწარმოებდით თითქმის 2 წლის განმავლობაში დენდროლოგიური პარკის პროექტთან დაკავშირებით და ცდილობდით ხალხისთვის გეთქვათ, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მთელი ეკოსისტემა მიჰქონდა სადღაც, ანადგურებდა ტყეებს და ა.შ. გვახსოვს თქვენი დეზინფორმაციული, აბსოლუტურ ფეიკზე აგებული კამპანია. საბოლოო ჯამში, თქვენ და თქვენი თანამშრომლები აღმოჩნდით ის ჟურნალისტები, რომლებიც სტუმრობთ ხოლმე დენდროლოგიურ პარკს და თავად დარწმუნდით, რომ დენდროლოგიური პარკი არის საჯარო სარგებლობაში და არის უნიკალური პროექტი არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ მთლიანად რეგიონში.

დღეს გაქვთ წამოწყებული იგივე კამპანია უკვე ახალი მიზეზით, ახალი „ფეიკ ნიუსი“ გინდათ შექმნათ, მოდიხართ პარლამენტში და სერიოზულ კითხვებს სვამთ ამასთან დაკავშირებით. წინა კვირას ბაობაბებზე დაიწყეთ ლაპარაკი, ახლა რაღაც ბადეებზე საუბრობთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის თქვენი ხელწერა და დაკვეთა, რომელსაც თქვენ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ტელევიზიის ჟურნალისტები სამწუხაროდ ასრულებთ.
გავიხსენებ ასევე თქვენი ერთ-ერთი ე.წ. მედია მენეჯერის ბრიფინგს, სადაც მან პირდაპირ უთხრა საზოგადოებას, რომ თქვენ გიყენებდათ პოლიტიკური მიზნებისთვის, ამაზე არცერთს არ გქონიათ პრეტენზია და არც კრიტიკული მოსაზრებები გამოგითქვამთ. გაიხსენეთ რას ლაპარაკობდით დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებით, თქვენივე მაშინდელი გადაცემები, სიუჟეტები და კამპანია არის პასუხი დღევანდელ თქვენს კითხვებზე“- განაცხადა თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: 2001 წელს, როდესაც საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში ერთა თასი მოიპოვა, მაშინ გავიგე პირველად, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფინანსური დახმარება აღმოუჩინა ქართულ სპორტს
Next: დევიდ ლი კარლ ჰარცელსა და კუბილიუსს ზეწოლაში ადანაშაულებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.