Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 07/11/2022
ავთანდილ თალაკვაძე

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

“რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა, გადამოწმების გარეშე გაავრცელეს დეზინფორმაცია, თითქოს ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა ფულადი ჯილდო გადასცა ქალბატონ ნანა გოთუას, რომელიც მისი მეუღლე და საქველმოქმედო ფონდის “ქართული გალობა” ხელმძღვანელია – ჯილდო საპატიო ოზურგეთელებისთვის სწორედ აღნიშნულმა ფონდმა დააწესა. ასეთი სიცრუის გავრცელება არც ლოგიკას, არც ჟურნალისტიკის სტანდარტებს და ეთიკას შეესაბამება. აშკარაა, რომ დეზინფორმაცია გამიზნული იყო ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის და მისი ოჯახის დისკრედიტაციისთვის. სინამდვილეში, ფონდის მიერ დაწესებული 10 000-10 000 ლარი გადაეცა ოზურგეთის მერიის მიერ საპატიო ოზურგეთელის წოდებაზე ნომინირებულ ათიდან ცხრა ადამიანს, ყველას, ქალბატონი ნანა გოთუას გამოკლებით. მოვუწოდებთ ოპოზიციის მიერ კონტროლირებად მედია საშუალებებს, დაუყოვნებლივ შეასწორონ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია.”-აღნიშნავს ავთანდილ თალაკვაძე.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს
Next: ევროპარლამენტის რეზოლუციაში უტიფარი შესწორებებია შეთავაზებული – გიორგი ვოლსკი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.