მიხეილ სააკაშვილის დავალებით უკრაინაში მყოფი ქართველი სამხედროები ქართველ ჟურნალისტებს ატერორებენ – სააკაშვილს მეგის ქარდავას თემაზე დაწერილი სტატიები აცოფებს

1757
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან დამოუკიდებელ ქართულ მედიასაშუალებებზე ზეწოლას ცდილობს. უკრაინაში გაქცეული ექსპრეზიდენტი მეგის ქარდავას შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ ისე გააცოფა, რომ საკუთარ გარემოცვას, კონკრეტულად კი, უკრაინაში მყოფ ქართველ სამხედროებს ბრძანება მისცა ქართველ ჟურნალისტებზე ზეწოლა განახორციელონ.

მეგის ქარდავას შესახებ გავრცელებულ ამ ინფორმაციას,  რომლის მიხედვითაც სააკაშვილს მეგის ქარდავას მოკვლა სურს ,მყისიერი რეაგირება მოჰყვა სააკაშვილის უკრაინული პარტიის “ახალ ძალთა მოძრაობის” წევრისა და უკრაინაში მოქმედი ქართველი მებრძოლის გიორგი რუსიტაშვილის მიერ.

რუსიტაშვილი გააღიზიანა მეგის ქარდავას შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ და “მარშალპრესის” ჟურნალისტს ოთარ სტეფანიშვილს ფეისბუქის მესნჯერის ჩატის პირად მიმოწერაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შეპირდა, რომ “კეთილი მიზნებით” აუცილებლად მოინახულებდა და შეხვდებოდა.

გთავაზობთ სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ჯარისკაცის, გიორგი რუსიტაშვილისა და საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესის” ჟურნალისტის ოთარ სტეფანიშვილის მიმოწერას:

 

არჩევნები ახლოვდება და როგორც, ჩანს მიხეილ სააკაშვილი კვლავ ცდილობს საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმას და ტერორის დამკვიდრებას, რისთვისაც უკრაინაში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს აქტიურად იყენებს.

იხილეთ სტატია:

სააკაშვილი მეგის ქარდავას მკვლელობას გეგმავს – სააკაშვილის კლანჭებს დასხლეტილი სადისტი ბედნიერებისგან ქართულ მიწას კოცნის

 

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება