სააკაშვილი მეგის ქარდავას მკვლელობას გეგმავს – სააკაშვილის კლანჭებს დასხლეტილი სადისტი ბედნიერებისგან ქართულ მიწას კოცნის

2274
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ალბათ ერთ-ერთი უკანასკნელი პოსტი იქნება ჩემი მხრიდან მეგის ქარდავაზე. რამეთუ, დედაეკლესია გვასწავლის – ბოროტ საქმეთა მიმართ დაუნდობლები ვიყოთ, ხოლო ჩამდენთა მიმართ – არ განვიკითხოთ. განიკითხოს ქვეყნის მართლმსაჯულებამ – მე პას.
მე კი შემიძლია ავხსნა, მეგის ქარდავას მიერ თბილისის აეროპორტის საფრენი ბილიკისადმი ამბორის მოტივაცია – ქარდავა ბედნიერი იყო, რომ ცოცხალი ჩამოფრინდა საქართველოში. როგორც კი გაიგეს, რომ ქარდავას ექსტრადირების პროცესი გარდაუვალი იქნებოდა – სააკაშვილმა და მისმა ნაცმოძრაობამ ყველაფერი იღონეს, რომ უკრაინის ციხეში, მეგისის წინასწარ პატიმრობა რაც შეიძლებოდა დიდი ხნით გაგრძელებულიყო…
…ერთადერთი მიზნით – ციხიდან ქარდავა ცოცხალი აღარ უნდა გამოსულიყო. ამას ემსახურებოდა სააკაშვილის მცდელობა – თაღლითობით მოპოვებული, გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის, უკრაინის ოფისის ფარატინა ქაღალდი, სტრასბურგის სასამართლოში გამოყენებულიყო, რათა ქარდავას საქმე წარმოებაში რომ მიეღოთ. თუმცა სტრასბურგის სამდივნომ, ეს სარჩელი წარმოებაში მისაღებადაც არ სცნო!
ამის შემდეგ, სააკაშვილის კლანმა საქმეში კრიმინალიტეტი ჩართო. ყოველ შემთხვევაში – ქარდავას საქმეში ჩაერია მოსკოვში მცხოვრები ერთ-ერთი კანონიერი ქურდი – გაურკვეველია, რა მიზნით. თუმცა, პირადად ქარდავას ეს მიზნები კარგად უნდა ესმოდეს – კიევში, დაკავებისთანავე ის ერთადერთს ბღაოდა: “ქართველებთან ერთ საკანში არ მომათავსოთო!”
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო წლები, მეგის ქარდავას, უკრაინაში ადგილობრივი კრიმინალიტეტი ედგა გვერდში – განსაკუთრებით ქ. ჟიტომირის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ უკრაინის პენიტენციურ სისტემაში, მეგის ქარდავას ირგვლივ, ქურდულ სამყაროში დიდი ვნებათაღელვა აიწეოდა და მის სიცოცხლეს დიდი საფრთხე დაემუქრებოდა – რაც, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ინტერესებში შედიოდა.
საქართველოს ხელისუფლებას ეს რისკები არა თუ გათვალისწინებული – განეიტრალებული ჰქონდა. ასე რომ, ჯალათ ქარდავას – მოქმედმა ხელისულებამ სიცოცხლე შეუნარჩუნა, კომფორტულ და “დე-მეგისეულ” პენიტენციურ სისტემაში დააბრუნა, სადაც მას არც “გაქათამების”, არც მკვლელობის და არც სიცოცხლის სუიციდით დასრულების შესაძლეობა აღარ ექნებოდა. სწორედ ამისთვის კოცნიდა მეგის ქარდავა თბილისის აეროპორტის საფრენ ბილიკს – სიცოცხლის შენარჩუნების გამო, მოქმედი ხელისუფლების მიმართ თავისი მადლიერების მიზნით.” – წერს ქართველიშვილი

კომენტარები
რეკლამა
მოწონება