Skip to content
22/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის სამუშაო ვერსიაში მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი ცალკეული ევროპარლამენტარების სუბიექტური შეფასებები მოხვდა

მარშალ პრესი 07/11/2022
evroparlamen

საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის სამუშაო ვერსიაში, რომელიც ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა მოამზადა, მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი ცალკეული ევროპარლამენტარების სუბიექტური შეფასებები მოხვდა, – ამის შესახებ საუბარია „იმედის კვირის“ სიუჟეტში.

შესწორება 135-ში ვკითხულობთ – „სინანულს გამოვთქვამთ კრიტიკული მედიის, „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, სხვა კრიტიკული მედია საშუალებების დამფუძნებლებისა და დირექტორების, კერძოდ, „ტვ ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ვახტანგ წერეთლის დევნის გამო“.

როგორც „იმედის კვირის“ სიუჟეტშია ნათქვამი, ეს შესწორება დოკუმენტში ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს მოთხოვნით შევიდა და საქართველოს ხელისუფლებას იმ ადამიანების სამართლებრივი დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, რომლებიც მედიამენეჯერის ან დემოკრატიისთვის მებრძოლთა სტატუსს არიან ამოფარებული.

სიუჟეტის თანახმად, რადიკალური ოპოზიცია მოკავშირე ევროპარლამენტარებთან ერთად მუშაობს ქვეყნისთვის საზიანო შინაარსის შესწორებებზე, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის სამუშაო ვერსიაში გაჩნდა.

„დოკუმენტს, რომელიც ესტონელი პარლამენტარის, სვენ მიქსერის ავტორობით მომზადდა საგარეო კომიტეტი 2 დღეში განიხილავს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე კი 21 ნოემბერს გავა. ეს შესწორებები ფაქტობრივად იმეორებს იმ რეზოლუციის პათოსს, რომელიც ევროპარლამენტმა ივნისში მიიღო და რომელსაც მმართველმა გუნდმა დაუსაბუთებელი, მძიმე და ყალბ ანგარიშებზე დაფუძნებული უწოდა. უცვლელია შესწორებების ავტორთა ვინაობაც – მათ შორის ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, რასა იუკნევიჩიენე“, – ნათქვამია სიუჟეტში.

საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიური ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში შესწორებები გაჩნდა.

Post navigation

Previous: ექსპერტების პროგნოზით, ამ ზამთარს უკრაინას 800 000 ადამიანი დატოვებს
Next: თავისუფლება, რომელსაც ქადაგებს ეს თვითგამოცხადებული ლიბერალური კანტორა, სწორედ სიყალბის, მანიპულაციის, ყველაფრის კადრების „თავისუფლებაზე“ დგას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.