ირაკლი კობახიძე – სიძულვილის, ზიზღის და აგრესიის მთავარი წყარო სამი კონკრეტული ტელევიზიაა, რომელიც მუდმივად აღვივებს ქვეყანაში სიძულვილის ატმოსფეროს

213
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

სამწუხაროდ, ამ არჩევნებში, ისევე, როგორც წინა არჩევნებში, სიძულვილის ენა, ზიზღი, აგრესია არავის უკვირს და თქვენ იცით ვინ არის ამ ყველაფრის მთავარი წყარო, ეს არის სამი კონკრეტული ტელევიზია, რომელიც მუდმივად აღვივებს სიძულვილის ატმოსფეროს ქვეყანაში, ამას ცდილობენ ყოველ შემთხვევაში და ნაწილობრივ წარმატებით გამოსდით” – განაცხადა „ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გამოკრულ ბანერებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ბუნებრივია, როცა ერთი მხრიდან მოედინება ამდენი სიძულვილი, შეიძლება სხვა მხრიდანაც იყოს პასუხი. თუმცა, მთავარია, რომ ეს არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ, მშვიდობიან გარემოში. „ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, შემდეგი ორი კვირაც იყოს ასეთი და არჩევნების დღე იყოს ასეთივე მშვიდი და მშვიდობიანი, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ მთლიანად ორიენტირებული ვართ საზოგადოებისთვის ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამების გაცნობაზე. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც საზოგადოებას ესაუბრება პროგამებით და საუბრობს იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენია დედაქალაქის, რეგიონების, თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება. ჩვენ მთლიანად ვართ ამაზე კონცენტრირებული. რაც შეეხება სიძულვილის ენას, ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბანერზე გაჟღერებული სამივე სლოგანი პრინციპულად მიუღებელია. რაც შეეხება იქ გაჟღერებულ სლოგანს, პირველი არის – არა ნაცებს, მეორე – არა ბოროტებას, და მესამე – არა ღალატს, რა თქმა უნდა სამივე, ჩემთვის არის პრინციპულად მიუღებელი, ვეთანხმები ზოგადად იმას, რომ ერთის, მეორეს და მესამეს ავტორები და სულის ჩამდგმელები საქართველოში, არიან რეალურად ის პირები, რომლებიც იქ არიან გამოსახულები. სისხლიანი რეჟიმიც, რომ იყო ამასაც ვეთანხმები. შინაარსში ვეთანმხები, მაგრამ გამოხატვის ფორმა ეს არის მეორე საკითხი, ამაზე შეუძლია ყველას ჰქონდეს თავისი შეფასება გემოვნებიდან გამომდინარე. მე ამასთან დაკავშირებით შეფასებას პრინციპულად არ გავაკეთებ“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ბანერები კონკრეტულმა პირმა გააკრა, რომელმაც უკვე გააკეთა საჯარო კომენტარი. „ეს ბანერები გაკრულია კონკრეტული პირის მიერ, რომელმაც უკვე გააკეთა საჯარო კომენტარი ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენ მითუმეტეს პროცედურულ მხარეზე გაგვიჭირდება კომენტარის გაკეთება“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება