მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირები არ აპირებენ, მის გადაწყვეტილებას დაემორჩილონ

198
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ეპარქიაში საპასუხო განცხადება გაკეთდა. ის პირები, რომლებიც დღეს სამუდამოდ განიკვეთნენ სამონაზვნო ცხოვრებიდან, არ აპირებენ, დაემორჩილონ მეუფის მიერ მიღებულ განჩინებას.

ისინი აცხადებენ, რომ მონასტრებს არ დატოვებენ და მიტროპოლიტს ცრუსა და პროვოკატორს უწოდებენ.

თავის მხრივ, მიტროპოლიტმა დამატებითი კომენტარი გააკეთა მედიასთან და განაცხადა, რომ განკვეთილ პირებს აძლევს დამატებით რამდენიმე დღეს, რომ მათ მოახერხონ მშვიდობით დატოვონ მონასტრები. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება დანაშაული და შესაძლოა, საქმეში სამართალდამცველები ჩაერთონ.

ცნობისთვის, ეპარქიაში შუღლისა და არეულობის მცდელობის ბრალდებით, დღეს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა 10-მდე სასულიერო პირი სამუდამოდ განკვეთა სამონაზვნო და სასულიერო დასიდან.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება