ველოდები, როდის მოახერხებენ გვარამია, მელაძე, ხოჯევანიშვილი და გახარია ერთი საინტერესო ინფორმაციის „გამოგდებას“ მაინც

565
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მედიაში გავრცელებული ჩანაწერების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ელოდება, როდის „გამოაგდებენ“ გახარია და ცალკეული მედიასაშუალებების წარმომადგენლები ერთ საინტერესო ინფორმაციას მაინც.

„ველოდები, როდის მოახერხებენ გვარამია, მელაძე, ხოჯევანიშვილი და გახარია ერთი საინტერესო ინფორმაციის „გამოგდებას“ მაინც. დაველოდოთ, იქნებ, „გამოაგდონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მედიაში გავრცელდა ჩანაწერები, რომლებშიც, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სასულიერო პირების სახელები ფიგურირებს. გავრცელებული მასალის აუთენტიკურობა დადასტურებული არაა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება