Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

თურქეთის პრეზიდენტი: უკრაინაში არსებულმა ვითარებამ მსოფლიო ინსტიტუტების წარუმატებლობა აჩვენა

მარშალ პრესი 06/11/2022
ერდოღანი

უკრაინაში არსებულმა ვითარებამ მსოფლიო ინსტიტუტების წარუმატებლობა აჩვენა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მან გაერო-ს რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„პოლიტიკა ნიშნავს ხვალინდელი დღის დაგეგმვას, ოსტატი მოჭადრაკის მსგავსად. თუ ვერ იწინასწარმეტყველებთ, სად მიგვიყვანს ნაბიჯები, გარდაუვალია, რომ თქვენ და თქვენი ქვეყანა გადაიხდით ფასს. ყველა მოვლენას, რომელიც ხდება გლობალურ დონეზე, აქვს ეფექტი რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ბრუტალური კაპიტალიზმის სტრუქტურული პრობლემები. სამყარო 5-ზე დიდია, რომლის ადვოკატირებასაც წლებია, ვცდილობთ. ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე არაერთხელ დადასტურდა მოვლენების განვითარების შემდეგ. გლობალურმა ინფლაციამ, რომელმაც მიაღწია ბოლო 60-70 წლის უმაღლეს მაჩვენებლებს, აჩვენა კაცობრიობაზე დაწესებული ამჟამინდელი ეკონომიკური მოდელების ჩიხი. ისინი, ვინც თავდაცვის ინდუსტრიაში განხორციელებულ ინვესტიციებს ფუჭად თვლიან, დღეს თავიანთი ეროვნული ბიუჯეტის ლომის წილს იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად ანაწილებენ“, – თქვა ერდოღანმა.

Post navigation

Previous: თბილისის საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის გამარჯვებული გამოვლინდა
Next: ვოლოდიმირ ზელენსკი: ვიცით მტერი რისთვის ემზადება, ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.