Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს ​შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

მარშალ პრესი 06/11/2022
მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ​შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კოლეგებმა საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისათვის მიმდინარე საკითხების შესახებ.

Continue Reading

Previous: დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიური ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა
Next: საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს ურუგვაის გუნდს დაუპირისპირდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025