Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2022 წლის ანგარიში წარადგინა

მარშალ პრესი 05/11/2022
ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, 2022 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში, პირველად სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წინაშე წარადგინა.

ამ ეტაპისთვის უკვე 104 მილიონი ლარით განსაზღვრული ბიუჯეტი, რუსთავში 50-მდე ინფრასტრქუქტურულ პროექტს, 14 ახალ რეკრეაციულ სივრცეს, 37 სოციალურ პროგრამას, განათლების ხელშეწყობას, სტუდენტურ და ახალგაზრდულ პროგრამებს, ახალი მუნიციპალური სერვისების დანერგვასა და რეფორმირებას მოხმარდა.

„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წარვუდგინე 2022 წლის ანგარიში. მოვისმინე მათი მოსაზრებები, იმაზე თუ როგორ ესახებათ რუსთავის შემდგომი განვითარება, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქალაქში მიმდინარე რეფორმები და პროექტები რუსთაველებზე უფრო მეტად მორგებული და ეფექტიანი იყოს. ეს პროცესი გაგრძელდება, უახლოეს პერიოდში შევხვდები არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სამოქალაქო ჯგუფებს“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრაზე, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციაც მოეწყო. რუსთავის მერმა 2023 წელს დაგეგმილ პროექტებზე და რეფორმებზეც ისაუბრა.

საბჭოს წევრების განცხადებით, მიმდინარე წელს, რუსთავში უამრავი პროექტი განხორციელდა და მერის მიერ წარდგენილ ანგარიშში, ეს დეტალურად იყო ასახული.

„დიდი მადლობა ქალაქის მერს, იმისთვის, რომ ძალიან საინტერესოდ წარმოგვიდგინა თავისი გეგმები, ასევე 2022 წლის ანგარიში, ისაუბრა იმაზე თუ რა გაკეთდა და რა არის კიდევ დაგეგმილი. რუსთავში, მართლაც ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა და მე ასე ვიტყოდი, რომ ქალაქისთვის კიდევ მეტი შესაბამისი, ლამაზი და საჭირო გეგმებია შესასრულებელი. ბიუჯეტი, საამისოდ საკმაოდ იზრდება და მერმა ამ ყველაფრის საქმის კურსში ჩაგვაყენა. საბჭოს წევრებთან მსგავსი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მივიღოთ ინფორმაცია და ჩვენი შეხედულებები გავუზიაროთ მერს“, – განაცხადა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრმა ვასილ ძირკველიშვილმა.

რუსთავის მერი, 2022 წლის ანგარიშს, უახლოეს პერიოდში არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წინაშეც წარადგენს.

Post navigation

Previous: ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა
Next: ტრავმატოლოგიისა და ქირურგიის ცენტრის დირექტორი „მთავარ არხს“ სიცრუესა და ცილისწამებაში ადანაშაულებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.